„ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“  21 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვას გეგმავს სახელწოდებით, – „ხალხს შია- აღადგინე ტრანსპორტი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“  21 იანვარს 13:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს მასშტაბურ აქციას,  სახელწოდებით, – „ხალხს შია- აღადგინე ტრანსპორტი“, – ამის შესახებ “კვირას” ორგანიზაციიდან აცნობეს.

“ორგანიზაცია აპროტესტებს პანდემიის დროს მთავრობის პოლიტიკას და ხვალ კიდევ ერთხელ შეახსენებენ მათ, რომ ქვეყაანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია და გამოფხიზლების დროა.

„ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ გუნდს, მხარს უჭერენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პანდემიით დაზარალებული ადამიანები”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები