პარლამენტში ხვალ მაია ცქიტიშვილსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

პარლამენტში ხვალ მაია ცქიტიშვილსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე შეხვდებიან.

ხვალ ასევე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობისა და 2021 წლის სამომავლო გეგმების შესახებ მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები