დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლი დატოვეს(ფოტო)

აშშ-ში არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკაშირებული ღონისძიებები დაიწყო.

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრი სახლი, არატრადიციულად, ადრე დატოვეს. აღნიშნული უკავშირდება იმას, რომ ტრამპმა ჯო ბაიდენის გამარჯვება არ აღიარა და არც საინაუგურაციო ღონისძიებებში ისურვა მონაწილეობის მიღება.

ცნობილია, რომ ტრამპი ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გამოსამშვიდობებელ ცერემონიას გამართავს, ამის შემდეგ ფლორიდის შტატში, ქალაქ პალმ-ბიჩში დაბინავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები