მელაშვილის ადვოკატი: პროკურატურის განცხადება „ზემდგომი პირების“ დავალებასთან დაკავშირებით ჩვენთვის უცნობია, ეს მხოლოდ ზეპირსიტყვიერად არის ნათქვამი

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მათთვის უცნობია, თუ რას გულისხმობს პროკურატურა „სხვისი დავალებით“ ნახსენებ სიტყვაში და ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებაა.

„დღეს დაზუსტებულ ბრალდებაში ჩაემატა ორი სიტყვა – სხვისი დავალებით. თითქოს, სხვისი დავალებით ხორციელდებოდა ის მოქმედებები, რასაც ბრალდებულებს აქამდე ედავებოდნენ. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. ჩვენთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებითა და იმ ორი წერილობითი სიტყვითაა ცნობილი, რომელიც ბრალდებაშია ჩაწერილი. ამ ეტაპისთვის სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს, ციხეში რამე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ივერი მელაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, მისთვის ყოველივე ეს მიუღებელია, ჩვენთვის არც აქამდე იყო საქმეში რამე მტკიცებულება და არც ახლა იქნება რამე ისეთი, რაც, ერთი მხრივ, ბრალდებას დაადასტურებს და, მეორე მხრივ, რაიმე ფორმით ამ ადამიანების მხრიდან ვინმესთან კავშირს დაადასტურებს.
28 იანვარს სასამართლო პროცესზე, რა თქმა უნდა, პატიმრობის შეცვლას მოვითხოვთ, ასევე, ძალიან ბევრი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობასა და საქმის შეწყვეტას“, – განაცხადა მარიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები