ჯო ბაიდენის საჩუქარი რუსეთს

20 იანვარს, ინაუგურაციის დამთავრებისთანავე არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მთელი რიგი დოკუმენტაციის ხელმოწერას გეგმავს, რომელთაგან ერთი კანადურ-ამერიკული Keystone XL ნავთობსადენის მშენებლობის აკრძალვას ითვალისწინებს.
როგორც CBC News-ი იტყობინება, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, გახდეს ბოლო წერტილი პროექტის ისტორიაში, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო.

ნავთობსადენის მშენებლობა პირველად ბარაკ ობამამ 2015 წელს აკრძალა და ეს გადაწყვეტილება გარემოსდამცველების მკვეთრ პროტესტთან დაუკავშირა. როგორც კი დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მან გააუქმა მისი წინამორბედის გადაწყვეტილება და პირობა დადო, რომ დაასრულებდა Keystone XL- ის მშენებლობას.
სპეციალისტების შეფასებით, ამ მილსადენის საჭიროება გამოჩნდა 2018 წლის თებერვალში, როდესაც ვაშინგტონსა და კარაკასს (ვენესუელა) შორის პოლიტიკური ურთიერთობები გამწვავდა. ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ – PDV შეწყვიტა ნავთობის მიწოდება უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიისთვის – ExxonMobil.

მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ამერიკის გადამამუშავებელი ინდუსტრია სწორედ ვენესუელის ნავთობს იყენებდა კომბინირებული ბენზინების წარმოებისთვის. ნავთობის მოწოდების შეფერხებამ საფრთხე შეუქმნა მთელს ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიას. სწორედ ვენესუელური ნავთობის ალტერნატივა უნდა გამხდარიყო Keystone XL. სპეციალისტების შეფასებით, გარდა იმისა, რომ ამერიკის ნავთობგადამაბუშავებელ ინდუსტრიას ალტერნატივა შეეზღუდება, კანადიდან მომავლი ნავთობსადენის დაბლოკვით იხეირებს რუსეთი, რომლის Urals-ის მარკის ნავთობზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები