ბავარიაში კოვიდის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, განსხვავდება ე.წ. ბრიტანული შტამისგან

უცხოური მედია წერს, რომ გერმანიაში, ბავარიაში კოვიდის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, განსხვავდება ე.წ. ბრიტანული შტამისგან, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვრცელდება თუ არა ის უფრო სწრაფად ან ხასიათდება თუ არა გარდაცვალების უფრო მაღალი მაჩვენებლით.

კოვიდის ახალი შტამით ინფიცირებულია ერთ-ერთი საავადმყოფოს მედპერსონალი და პაციენტები, ჯამურად, 73 ადამიანი.

ასევე, აშშ-ში, კალიფორნიაში კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელსაც CAL.20C დაარქვეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალი ვარიანტი ქვეყანაში ჯერ კიდევ ივლისში გაჩნდა, მაგრამ ნოემბრამდე შედარებით იშვიათად ვლინდებოდა, შემდეგ კი სწრაფი გავრცელება დაიწყო. ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა CAL.20C კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამის შესწავლისას აღმოაჩინეს. ჯერჯერობით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კალიფორნიული შტამი COVID-19-ის სხვა ვარიანტებზე უფრო სახიფათოა. მეცნიერებმა ისიც უნდა დაადგინონ, ვრცელდება თუ არა ის ვირუსის სხვა ვარიანტებზე სწრაფად, თუმცა, ზოგი ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, სწორედ CAL.20C-მა ითამაშა დიდი როლი სამხრეთ კალიფორნიაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაში.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი 501Y.V2 ვირუსის აქამდე ცნობილ სახეობებთან შედარებით, 50%-ით უფრო გადამდებია. ამასთან, ადამიანის სხეულში არსებული COVID-19-ის ანტისხეულები ვირუსის ამ სახეობის მიმართ ნაკლებად მდგრადია. ბრიტანელი მეცნიერების ვარაუდით, არსებული ვაქცინები ამ შტამთან მიმართებით შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები