ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ ე.წ. რესპუბლიკაში კოვიდ19 – 10784 პირს აქვს დადასტურებული.

გუდაუთის საავადმყოფოში 120 პაციენტი მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 37 პირია მოთავსებული; ოჩამჩირის 20; ტყვარჩელის 15; გაგრის 24; სამხედრო ჰოსპიტალში კი, 61.

ლეტალური შემთხვევების სტატისტიკა არ შეცვლილა და 152 გარდაცვლილს შეადგენს, პანდემიის დაწყებიდან კი ვირუსი 8513-მა  ადამიანმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები