ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან ე.წ. რესპუბლიკაში 10608 შემთხვევა გამოვლინდა.

ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 112 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირეში 25, ტყვარჩელის 15, გაგრის 26, სამხედრო ჰოსპიტალში კი 60 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

პანდემიის დაწყებიდან ვირუსს 152 ადამიანი ემსხვერპლა, ​ 8224 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები