ბელორუსს ჰოკეის საერთაშორისო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვეს

ჰოკეის საერთაშორისი ფედერაციამ (IIHF) ბელორუსს წელს საერთაშორისო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვა. ღონისძიება 21 მაისიდან  6 ივნისის პერიოდში ჩატარდება.

ინფორმაცია ფედერაციის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

აღინიშნება, რომ უარის თქმის მიზეზი უსაფრთხოებას უკავშირდება, რომელიც IIHF-ის კონტროლს ფარგლებს სცდება, და ფედერაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ მინსკიდან ღონისძიების გადატანა გარდაუვალია.

“უსაფრთხოების საკითხებში” იგულისხმება “პოლიტიკური არეულობების ზრდა”, ასევე, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება.

ჰოკეის საერთაშორისო ჩემპიონატის წელს კიდევ ერთი მასპინძელი ქვეყანა ლატვიაა. ფედერაცია განიხილავს შესაძლებლობას, რომ ღონისძიება ერთ ქვეყანაში გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები