საჰარას უდაბნოში მოთოვა.
თოვლი ალჟირის ქალაქ აინ-სეფრაში მოვიდა.
მედიის ინფორმაციით, ერთი კვირის წინ ქალაქში ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა.
ქალაქი აინ-სეფრა ატლასის მთებთან მდებარეობს, შესაბამისად, ჰაერის დაბალი ტემპერატურა აქ უჩვეულო მოვლენა არ არის, თუმცა, თოვლს ადგილობრივები ხშირად ვერ ხედავენ.
ბოლოს ქალაქში 2018 წლის იანვარში მოთოვა.