შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების თვალში თავი მეორედ შეირცხვინა

„ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების თვალში თავი მეორედ შეირცხვინა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ანგარიშში ოპოზიციის მიმართ საკმაოდ მძიმე შეფასებებია.

„იქ არის სიტყვები, რომ ძირი არ უნდა გამოუთხარონ დემოკრატიას – დაახლოებით, ასე მოიხსენიებენ… იგივე მონიტორინგის ჯგუფმა, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ შედეგების გაპროტესტება დაიწყო, როდესაც საბოლოო შედეგი არც იყო ცნობილი. ამიტომ, სამწუხაროდ, ოპოზიციამ უკვე მეორედ შეირცხვინა თავი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები