კახა კუჭავა – კობახიძეზე: თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომითა და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა

„გულითადად ვულოცავ ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, კობახიძემ  თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომითა და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა.

“კობახიძემ  თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომითა და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა. ირაკლის ლიდერობით მიღწეული არაერთი წარმატება გვარწმუნებს, რომ მისი თავმჯდომარეობით „ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და წარმატებით განახორციელებს მათ. იგი 1996 წელს გავიცანი, იურიდიულ ფაკულტეტზე – გამორჩეული იყო თავისი თავმდაბლობით, გულწრფელობით, მეგობრობით, იუმორით, განათლებითა და ცოდნით. მეამაყება ირაკლისთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და ვუსურვებ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში”, – წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები