ლაშა ნაცვლიშვილი: გავრილოვის ღამე მელიას ღამე იყო, კობახიძეს სავარძელი არავისთვის დაუთმია

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „გავრილოვის ღამე“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ღამეა, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობას ცდილობდა.

„გავრილოვის ღამე ეს არის თქვენი თიკუნი, ეს არის მელიას ღამე, რომელიც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო სააკაშვილის დავალებით. ეს იყო შტურმი. კობახიძეს არავისთვის დაუთმია თავის სავარძელი“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები