გოჩა ენუქიძე ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატმა, გოჩა ენუქიძე  ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

იგი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობას და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას გამოეხმაურა.

„დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”, რიგით მე-6 ყრილობა გაიმართა, რომელმაც პარტიის თავმჯდომარედ ბატონი ირაკლი კობახიძე აირჩია და დაამტკიცა პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.

მინდა, მივულოცო ბატონ ირაკლის დელეგატების მხრიდან ერთხმად გამოცხადებული ნდობა და წარმატება ვუსურვო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.”- განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები