შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, კასპში დაკავებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, იგი რუსეთში გადასვლას ითხოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია ერთი პიროვნება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ბრალდებულს ბრალად ედება მძევლად აყვანა.

მისივე თქმით,  დაკავებული  საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

„რამდენიმე საათიანი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დაკავებულია. რამდენიმე საათის წინ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა მოქალაქე, რომელიც დიდი ხნის მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა.

ბრალდებულს  ბრალად ედება ადამიანის მძევლად აყვანა.  იგი საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გატარდა ყველა ღონისძიება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო  მაქსიმალურად უსაფრთხოდ, დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები და არ დაზიანებულიყო არავინ. ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

დაკავებული პიროვნების მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავებს მიეყვანათ მანქანა და  რის შემდეგაც იგი საქართველოს დატოვებას და რუსეთის ფედერაციაში გადასვლას აპირებდა. ასევე რამდენიმე დღის უკან მან მოგვმართა, კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში ჰქონდა პრეტენზიები. აღნიშნულ ფაქტზე შსს-ში დაწყებულია გამოძიება და ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცება,.

ბრალდებული  შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, მან 2018 წელს პირადი პატაკით დატოვა თანამდებობა,“ – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები