გართულებული ეპიდვითარების გამო, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ლომბარდიაში, სიცილიასა და სამხრეთ ტიროლის ავტონომიურ პროვინციაში წითელი ზონის შეზღუდვები ამოქმედდება

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 იანვრიდან, ლომბარდიაში, სიცილიასა და სამხრეთ ტიროლის ავტონომიურ პროვინციაში წითელი ზონის შეზღუდვები ამოქმედდება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით, ამ რეგიონებში მხოლოდ სუპერმარკეტები, აფთიაქები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის სარეალიზაციო მაღაზიები იმუშავებს.

„22:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ძალაში დარჩება. 15 იანვარს, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ახალი დეკრეტის მიღების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც რეგიონებს შორის გადაადგილების აკრძალვა სულ მცირე 15 თებერვლამდე გაგრძელდება. რეგიონებს შორის მგზავრობა მხოლოდ სამუშაოდ, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები