აშშ-ში, პანდემიის პირობებში, უმუშევრობა იზრდება
აშშ-ში, პანდემიის ფონზე, სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე და არჩეული პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ უმუშევრობა იქნება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე ცნობით, მხოლოდ დეკემბრის თვეში, ქვეყანაში, 140 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა.
„რაც შეეხება წლის დასაწყისს, გასულ კვირას, უმუშევართა დახმარების მოთხოვნის აპლიკაცია კიდევ 965 000-მა ადამიანმა შეავსო, რომელიც აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთი მაჩვენებელია იმის, რომ ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას იმ ფონზე, როდესაც სარესტორნო ბიზნესი დახურულია და სტუმართმოყვარეობის სფერო გაჩერებულია.
აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 229 386 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 769 ადამიანი გარდაიცვალა.
აშშ-ში, სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აღმოაჩინეს კოვიდის ახალი შტამი, რომელიც განსხვავდება დიდ ბრიტანეთსა და აფრიკაში გავრცელებული შტამისგან“, – წერს უცხოური მედია.