გერმანიის ეკონომიკა 5%-ით  შემცირდა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა – გერმანიის ეკონომიკა 2020 წელს  შემცირდა 5%-ით, რადგან მთელი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება. თუმცა, გერმანიის სტატისტის სამსახურის მონაცემებით, მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გერმანიაში უკეთესი მდგომარეობაა.

„ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორია დაზარალებული პანდემიის პირობებში“,  – ვკითხულობთ სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ნოემბერსა და იანვარში დაწესებული ე.წ. ლოქდაუნი გერმანიის წარმოების სექტორს არ შეხებია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები