“დღეს შევრიგდებით. ნებისმიერ საღად მოაზროვნეს ეს უნდა”, – ამის შესახებ სოფელ ბუკნარში ადგილობრივმა, მუსლიმმა, შალვა ქათამაძემ განაცხადა.
“გვაქვს მოლოდინი, რომ დაბრუნდება ის დრო, როცა ჩვენ – ძველები, 60 და 65 წლის წინ ჩამოსული ხალხი ძმურად და მეგობრულად ვცხოვრობდით. აი, იმ სიტუაციაში დავბრუნდებით.
დღეს შევრიგდებით. ნებისმიერ საღად მოაზროვნეს ეს უნდა. იქედან გამომდინარე, რაც გუშინ მოვისმინეთ მთავრობისგან, ორივე მხარე შევრიგდებით”, – ამბობს შალვა ქათამაძე.
შეხვედრა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დღეს მუსლიმთა ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას გურიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაესწრება.