ინდონეზიის სულავესის კუნძულთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ FrancePresse ქვეყნის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ეროვნული სამმართველოზე დაყრდნობით იტყობინება.
სტიქიური უბედურების შედეგად, სულ მცირე, 600 ადამიანია დაშავებული.
აღინიშნება, რომ დასავლეთ სულავესის პროვინციაში შენობებია დანგრეული, მაშველები ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას ცდილობენ.
როგორც სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ეროვნული სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა, მხოლოდ ქალაქ მამუჯაში 26 გარდაცვლილია.
“ეს რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება. ბევრი დაღუპული ნანგრევებში რჩება”, – თქვა მან.