ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ 7 ადამიანი გარდაიცვალა

ნორვეგიაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შეყვანის შემდეგ 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ორი მოხუცთა თავშესაფარში მყოფი ხანდაზმული ადამიანია.

ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის წამლების სააგენტო ავრცელებს. აღინიშნება, რომ ამჟამად ქვეყნის წამლების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობენ, უკავშირდება თუ არა ადამიანების გარდაცვალება ვაქცინას.

ნორვეგიაში ვაქცინაცია 2020 წლის 27 დეკემბერს დაიწყო, ამ დროიდან შესაბამისი უწყებები აკვირდებიან გვერდით ეფექტებს, რომელთა შესახებ ინფორმაციას ღებულობენ და რეაგირებას ახდენენ.

ამჟამად, ქვეყანაში მოწყვლადი ჯგუფების აცრა მიმდინარეობს

ნორვეგიელი სპეციალისტები ყველაზე ხშირად გვერდითი ეფექტის სახით აწყდებიან ინიექციის შეყვანის ადგილში ტკივილს, რომელსაც 80% განიცდის; ასევე, დაღლილობას, თავის ტკივილს, სახსრებში ტკივილს, ღებინებას, დიარეას, რომლებიც რამდენიმე დღეში უკვე ქრება.

წამლების სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ ბრიტანეთსა და აშშ-ში გვერდითი რეაქციის სახით ალერგიული ნიშნებიც გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები