ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 149 ადამიანი დაინფიცირდა, ორი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ 149 ადამიანს დაუდასტურდა, პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 10251-მდეა გაზრდილი.
ასევე, უკანასკნელ 24 საათში ვირუსს კიდევ ორი პაციენტი შეეწირა, ჯამურად, 145 ლეტალური შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 110 ადამიანი მკურნალობს, მათგან 33-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პირია მოთავსებული; ოჩამჩირის -27; ტყავრჩელის – 15; გაგრის -27; მრავალპროფილურ ჰოსპიტალში – 50 პაციენტია.
ვირუსის დამარცხება სულ 8010-მა პირმა შეძლო.