Covid-19 მსოფლიოში – ეპიდვითარების გამო, ქვეყნები დაწესებულ რეგულაციებს ამკაცრებენ

აშშ-ში, უკვე მეორედ, კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი გადასცდა 4 ათასს. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ყოველდღიურად იმაზე მეტი ამერიკელი იღუპება, ვიდრე – 9/11 მოვლენების დროს. ეპიდვითარება კვლავ მძიმეა  ლოს ანჯელესში, სადაც ექიმები მოუწოდებენ ადამიანებს, სახლშიც ატარონ პირბადე, თუ ისინი დადიან სამსახურებში ან საყიდლებზე. ნიუ იორკი გახდა პირველი შტატი ქვეყნის მასშტაბით, სადაც გარდაცვალების მაჩვენებელმა მიაღწია 40 ათასს, ხოლო ტეხასსა და კალიფორნიაში რიცხვი 30 ათასს უტოლდება.

დიდ ბრიტანეთში ინფიცირების მატების მოლოდინია, მთავრობა ინფიცირებულთა მართვის პროცესში სასტუმროებს ჩართვას. დიდ ბრიტანეთში მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ მოიმატებს კოვიდინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი, რის მიზეზადაც სახელდება დეკემბრის თვეში შესუსტებული შეზღუდვები და კოვიდის ახალი შტამი. ბრიტანეთში დრამატულად გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი – 1 564 კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა დღე-ღამეში. 13 იანვარს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 47 525 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლის შემსუბუქებისთვის, დიდ ბრიტანეთში იქმნება  „საგანგებო სიტუაციების დამატებითი შესაძლებლობები“ იგეგმება ათასეულობით პაციენტის დროზე ადრე მოთავსება სასტუმროებში ან მათი ბინაზე გაწერა, რათა განთავისუფლდეს საავადმყოფოებში ადგილები სხვა პაციენტებისთვის. ეს იმით არის განპირობებული, რომ საჭირო რესურსი გამოთავისუფლდეს ამ საგანგებო ვითარებაში და არ მოხდეს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის სრული ჩამოშლა„იმისათვის, რომ შესაბამისად მოვემზადოთ გაზრდილი ინფიცირების პირობებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ ადგილობრივ სასტუმროებთან, რათა მათ მიიღონ ის კოვიდპაციენტები (მათ შორის, უსახლკაროები), რომლებიც აღარ საჭიროებენ საავადმყოფოებში დარჩენას“, – განაცხადა ბრიტანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენელმა. მათივე თქმით, სასტუმროებში მოთავსებული პაციენტების მოვლა-პატრონობის პროცესში თავიანთ როლს შეასრულებენ ოჯახის წევრები.

ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის (NHS) ინფორმაციით, საწოლფონდის შევსების მიზნით, იმ პაციენტებზე, რომლებიც დროზე ადრე გაეწერებიან სახლში ან სასტუმროში, იზრუნებენ ნაციონალური ჯანდაცვის სერვისი (NHS), საქველმოქმედო ორგანიზაციები, “წითელი ჯვარი” და წმ. ჯონის სასწრაფო დახმარება.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, შვეიცარია კოვიდრეგულაციებს ამკაცრებს. შვეიცარიაში 18 იანვრიდან დაიკეტება ყველა არაძირითადი მოხმარების მაღაზია. რესტორნები, სპორტული დარბაზები და სასტუმროები დაკეტილი იქნება თებერვლის ბოლომდე. ყველგან, სადაც შესაძლებელია, მუშაობა წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ხოლო იქ, სადაც ეს შეუძლებელია, თანამშრომლები ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადეები. დასაშვებია მაქსიმუმ ხუთი ადამიანის შეკრება ღია და დახურულ სივრცეში.

ბელგიაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 15 იანვარს უნდა გაუქმებულიყო, ძალაში რჩება 1-ელ მარტამდე. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ბრიუსელის რეგიონსა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომელიც იწვევს მღელვარებას და საჭიროებს ფრთხილ მიდგომებს. ასევე, ბელგიაში ძალაში რჩება რამდენიმე რეგულაცია. ოფიციალური განცხადების მიხედვით, „რეგულაციების ძალაში დატოვება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის ინფექციის გავრცელება, ჯანდაცვის სექტორზე დაწოლის შესუსტება, საავადმყოფოების ფუნქციონირებისა და პაციენტების მოვლის უზრუნველყოფა. შეზღუდვების მთავარი მიზანია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან აცილება.

პორტუგალიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 112 ადამიანი, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პაციენტების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, ექიმებს ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა. ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდება.  დამატებითი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

მიმდინარე კვირის მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური თერაპიის პალატებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების განთავსება 30%-ით გაიზარდა. ამასთან, ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი ქვეყანაში ზრდას განაგრძობს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იტალიის 20 რეგიონიდან 12-ში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს; იტალიური პრესის ცნობით, მთავრობის ახალ დეკრეტის მიხედვით, რომლის გამოცემა მ/წ 15 იანვარს იგეგმება, ქვეყნის 12 რეგიონში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება აღინიშნება, ნარინჯისფერი ზონის შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გადაადგილება შეიზღუდება. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სავარაუდოდ, ოჯახებში სტუმრობაზე ორკაციანი შეზღუდვა 15 იანვრის შემდეგაც ძალაში დარჩება; ასევე, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის აპრილის ბოლომდე გახანგრძლივების საკითსაც განიხილავს.

საფრანგეთში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება. 13 იანვარს ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 19 754 ფაქტი გამოვლინდა, რაც მეტწილად ვირუსის ახალი შტაბის გავრცელებითაა გამოწვეული; საფრანგეთის მთავრობამ სპორტული დარბაზებისა და რესტორნების გახსნის თარიღი თებერვლის ბოლომდე გადაწია. საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანლის, ჟან ფრანსუა დელფრაისის შეფასებით, კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ შტამის გავრცელების შეკავება შეუძლებელია. მისი პროგნოზით, შემდეგი სამი თვე კრიტიკულად რთული იქნება. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სიტუაცია 2021 წლის გაზაფხულზე გაუმჯობესდება, ხოლო 2021 წლის ზაფხულში ეპიდვითარება საგრძნობლად დასტაბილურდება.

ესპანეთში ვირუსული გავრცელების მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება. 13 იანვარს COVID-19-ით ინფიცირების 25 500 შემთხვევა, ხოლო გარდაცვალების 408 ფაქტი გამოვლინდა. ექსპერტთა ნაწილი ვირუსის გავრცელების ასაცილებლად „ლოქდაუნის“ გამოცხადებას მოითხოვს. ეპიდემიოლოგების აზრით, 20-30 იანვრისთვის ესპანეთში ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდება.

13 იანვარს რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 22 850 და გარდაცვალების 566 ფაქტი გამოვლინდა.

COVID-19-ით ინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი ორმხრივი პნევმონიით კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები