აშშ-ში ყოველდღიურად უფრო მეტი ამერიკელი იღუპება, ვიდრე – 9/11 მოვლენების დროს

უცხოური მედიის ინფორმაციით, უკვე მეორედ, კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი გადასცდა 4 ათასს. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ყოველდღიურად იმაზე მეტი ამერიკელი იღუპება, ვიდრე – 9/11 მოვლენების დროს.

ეპიდვითარება კვლავ მძიმეა ლოს ანჯელესში, სადაც ექიმები მოუწოდებენ ადამიანებს, სახლშიც ატარონ პირბადე, თუ ისინი დადიან სამსახურებში ან საყიდლებზე. ნიუ იორკი გახდა პირველი შტატი ქვეყნის მასშტაბით, სადაც გარდაცვალების მაჩვენებელმა მიაღწია 40 ათასს, ხოლო ტეხასსა და კალიფორნიაში რიცხვი 30 ათასს უტოლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები