დიდ ბრიტანეთში ინფიცირების მატების მოლოდინია, მთავრობა ინფიცირებულთა მართვის პროცესში სასტუმროებს ჩართვას

უცხოური მედია წერს, რომ დიდ ბრიტანეთში მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ მოიმატებს კოვიდინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი, რის მიზეზადაც სახელდება დეკემბრის თვეში შესუსტებული შეზღუდვები და კოვიდის ახალი შტამი. ბრიტანეთში დრამატულად გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი – 1 564 კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა დღე-ღამეში. 13 იანვარს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 47 525 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლის შემსუბუქებისთვის, დიდ ბრიტანეთში იქმნება „საგანგებო სიტუაციების დამატებითი შესაძლებლობები“, იგეგმება ათასეულობით პაციენტის დროზე ადრე მოთავსება სასტუმროებში ან მათი ბინაზე გაწერა, რათა განთავისუფლდეს საავადმყოფოებში ადგილები სხვა პაციენტებისთვის. ეს იმით არის განპირობებული, რომ საჭირო რესურსი გამოთავისუფლდეს ამ საგანგებო ვითარებაში და არ მოხდეს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის სრული ჩამოშლა.
„იმისათვის, რომ შესაბამისად მოვემზადოთ გაზრდილი ინფიცირების პირობებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ ადგილობრივ სასტუმროებთან, რათა მათ მიიღონ ის კოვიდპაციენტები (მათ შორის, უსახლკაროები), რომლებიც აღარ საჭიროებენ საავადმყოფოებში დარჩენას“, – განაცხადა ბრიტანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენელმა. მათივე თქმით, სასტუმროებში მოთავსებული პაციენტების მოვლა-პატრონობის პროცესში თავიანთ როლს შეასრულებენ ოჯახის წევრები.
ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის (NHS) ინფორმაციით, საწოლფონდის შევსების მიზნით, იმ პაციენტებზე, რომლებიც დროზე ადრე გაეწერებიან სახლში ან სასტუმროში, იზრუნებენ ნაციონალური ჯანდაცვის სერვისი (NHS), საქველმოქმედო ორგანიზაციები, “წითელი ჯვარი” და წმ. ჯონის სასწრაფო დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები