ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, შვეიცარია კოვიდრეგულაციებს ამკაცრებს
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, შვეიცარია კოვიდრეგულაციებს ამკაცრებს, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შვეიცარიაში 18 იანვრიდან დაიკეტება ყველა არაძირითადი მოხმარების მაღაზია. რესტორნები, სპორტული დარბაზები და სასტუმროები დაკეტილი იქნება თებერვლის ბოლომდე.
ყველგან, სადაც შესაძლებელია, მუშაობა წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ხოლო იქ, სადაც ეს შეუძლებელია, თანამშრომლები ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადეები. დასაშვებია მაქსიმუმ ხუთი ადამიანის შეკრება ღია და დახურულ სივრცეში.