ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე: შაქარაშვილის საქმეზე ჩვენება არ შემიცვლია
გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე იაკობ ბრეგვაძის განცხადებით, მას საქმეზე ჩვენება არ შეუცვლია.
აღნიშნულის შესახებ ბრეგვაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც ის მოწმის სახით უნდა დაიკითხოს.
„არ შემიცვლია არაფერი, არ ვცვლი არაფერს. რაც რეალურად ვიცი, იმას ვამბობ“, – განაცხადა ბრეგვაძემ.