“მძიმე და დაძაბული დროა” – იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ, ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის იმპიჩმენტის მეორედ გამოცხადების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ისევ ძალადობა დაგმო და მოქალაქეებს შერიგებისკენ მოუწოდა, თუმცა, იმპიჩმენტზე არაფერი უთქვამს.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა ქვეყნის ინტერესებზე კონცენტრირება და ამერიკელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, ტრამპმა ვიდეომიმართვაში სიტყვის თავისუფლებაზე “უპრეცედენტო თავდასხმაზე” ისაუბრა, რაშიც სოციალურ ქსელებში მისი გვერდების დაბლოკვა იგულისხმა.

“დაძაბული და რთული პერიოდია. ცენზურის მცდელობა, ჩვენი მოქალაქეების შავ სიაში შეყვანა არასწორი და სახიფათოა”, – თქვა მან.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეები პასუხს აგებენ.

ასევე, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ფედერალური მთავრობა ყველა რესურს იყენებს, რომ 20 იანვარს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ახალი არეულობების გარეშე ჩატარდეს.

“ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ჩადის ვაშინგტონში, რომ ხელისუფლების გადაბარება ყოველგვარი ინციდენტების გარეშე მოხდეს”, – განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები