Snapchat -ი ტრამპს პირად გვერდს სამუდამოდ დაუბლოკავს

მესენჯერ Snapchat-ის ადმინისტრაცია 20 იანვარს, როდესაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია შედგება, დონალდ ტრამპის პირად გვერდს სამუდამოდ დაბლოკავს. მანამდე, პლატფორმამ ტრამპს უვადოდ წვდომა უკვე შეუზღუდა.

ამის შესახებ Axios-ი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც კომპანიაში განმარტეს, ამის მიზეზია “ტრამპის მცდელობა, რომ დეზინფორმაცია გაავრცელოს, ძალადობა წააქეზოს, გააღვივოს სიძულვილი, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამო. ეს კი ჩვენს წესებს ეწინააღმდეგება”.

6 იანვარს კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების შემდეგ ტრამპს სოციალურ ქსელში წვდომა შეუზღუდეს Twitch-მა, Twitter-მა, Facebook-მა, Youtube-მა და Instagram-მა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები