“რელიგიის თავისუფლება საქართველოში იყო, არის და იქნება დაცული, მუსლიმ თემს რომ ვინმემ ხელი შეუშალოს, გამორიცხულია” – ზაზა ვაშაყმაძე

“სახელმწიფოს მხრიდან არის დეკლარირებული განცხადება, რომ რელიგიის თავისუფლება საქართველოში იყო, არის და იქნება დაცული”, – ასე ეხმაურება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ მოვლენებს.

„არანაირი პრობლემა არ არის მათთან მიმართებში. მუსლიმ თემს რომ ვინმემ ხელი შეუშალოს, ლოცვის უფლება აუკრძალოს, გამორიცხულია. ეს კანონმდებლობით არის დადგენილი და, მეორე მხრივ, როგორც აქამდე აგრძელებდნენ ლოცვას მუსლიმი თემი ისე გააგრძელონ მომავალში.
დაპირისპირება გამოიწვია, შეიძლება ითქვას, გარკვეული ჯგუფების მასიურად შედინებამ, რამაც, ბუნებრივია, კითხვები გააჩინა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, 50 მუსლიმი არის, რომლებიც შედიან სხვადასხვა ინტენსივობით და ლოცულობენ, რაღაც გარკვეული ესკალაცია მოხდა. სხვადასხვა რაიონიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩავიდა,” – განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, გურიაში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავთა კორდონი გაარღვიეს და მართმადიდებელთა აქციისკენ გაემართნენ. ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები