გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კოვიდის დადასტურებიდან გატარდა ყველა საჭირო კომპლექსური ღონისძიება და უზრუნველყოფილი იქნა ინფიცირებული პატიმრების იზოლაცია და პროტოკოლის წესის დაცვით მათი მკურნალობა.

მისივე თქმით, ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოსდა, სისტემაში არის პრობლემა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ემსახურება მხოლოდ დაძაბულობის შექმნის მცდელობას.

“ჩვენ გვინდა, დავამშვიდოთ საზოგადოება, პატიმრის ოჯახის წევრები, რომ პროცესი არის აბსოლუტურად კონტროლქვეშ, სისტემატურად ტარდება PCR ტესტები, შესაბამისად, არანაირი შფოთვისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს”, – აღნიშნა ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები