პუტინი: მადლობა ღმერთს, ჩვენს ვაქცინას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება, დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია

რუსეთში შემდეგი კვირიდან მოსახლეობის ადგილობრივი წარმოების ვაქცინით მასობრივი აცრა დაიწყება.

შესაბამისი განკარგულება ქვეყნის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებთან სხდომაზე პუტინმა თქვა, რომ საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება.

“ღმერთს მადლობა, ვაქცინა ტრანსპორტირებისთვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს, როგორც მინუს 50 ან 70-ია. ჩვენთან ყველაფერი მარტივად და ბევრად ეფექტურად მუშაობს”, – თქვა მან.

ვიცეპრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ თქვა, რომ 18 იანვრიდან ყველა შესაბამისი უწყება მზად იქნება მასობრივი ვაქცინაციისთვის.

“იანვრის ბოლომდე ვაქცინის 2,1 მილიონ დოზას მივიღებთ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები