მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მხრიდან არის მოსაზრება თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, ეს ისეთივე უსაფუძვლო იქნება, როგორც განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი ისეთივე უსაფუძვლო იქნება, როგორც განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა.

,,ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის მოსაზრება თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით. ეს მგონი, ისეთივე უსაფუძვლო იქნება, როგორც დღეს არსებული მათი პოზიცია და განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა. საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა. რა თქმა უნდა, ზოგადი სამზადისი არსებობს და ჩვენი საქმიანობა ყოველდღიურად არის საარჩევნო ციკლის პერიოდში იმ ვალდებულებების შესრულება, რითაც ფასდება ზოგადად ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ამდენად, ზოგადი სამზადისი დაწყებულია, მაგრამ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ჯერ არ დაწყებულა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები