ტრამპი: სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ არის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სიტყვის თავისუფლებაზე ამერიკელების უფლება საფრთხის ქვეშ არის.

ამის შესახებ მან მექსიკის საზღვარზე თქვა, სადაც კედელზე თავისი ავტოგრაფი დატოვა.​

“სიტყვის თავისუფლება, როგორც არასდროს, თავდასხმის ქვეშაა”, – თქვა მან.

კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების შემდეგ მის წინააღმდეგ კონსტიტუციის 25-ე შესწორების შესაძლო გამოყენებაზე საუბარისას ტრამპმა თქვა, რომ ეს მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„25-ე შესწორება ჩემთვის ნული რისკია, თუმცა, დაბრუნდება, რომ განდევნოს ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უწოდა იმპიჩმენტს თაღლითობა და ისტორიაში ალქაჯებზე ყველაზე დიდი ნადირობის გაგრძელება.

„ახლა დროა ჩვენი ერის გამოჯანმრთელების. მშვიდობისა და სიმშვიდის დროა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები