ირაკლი ნადარეიშვილი: „ბაზრობების” ადმინისტრაციებთან განვიხილეთ კონკრეტული საკითხები იმისთვის, რომ სექტორის გახსნა იყოს უზრუნველყოფილი

საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში „ბაზრობების” წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი – ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი – ნინო კვეტენაძე და ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, რომელშიც ონლაინ-ფორმატში რეგიონებში არსებული „ბაზრობების” წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, განიხილეს ის ეტაპები და სტანდარტები, თუ როგორ უნდა მოხდეს „ბაზრობების” უსაფრთხოდ გახსნა.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ვაჭრობის სფერო, ზოგადად, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინკლუზიურობის მქონე დარგი და ძალიან მნიშვნელოვანია დროულად და უსაფრთხოდ გახსნა იმ მიმართულებების, რომელთა მოქმედებაც, ამ ეტაპზე, არის გაჩერებული.

„ღია და დახურული  „ბაზრობების” ადმინისტრაციებთან ვიმსჯელეთ როგორც არსებულ რეგულაციებზე, ასევე, დამატებით ღონისძიებებზე, რომლებიც, ძირითადად, გამოიხატება ბაზრობებზე მომუშავე პერსონალის რეგულარულ გატესტვაში. არის კონკრეტული ტექნიკური საკითხები, რომელთა გადაჭრასაც უზრუნველყოფს ორივე მხარე – სახელმწიფოც და ბაზრობების ადმინისტრაციებიც იმისთვის, რომ სექტორი გაიხსნა და მისი უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები