სოფელ ლატალთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, სოფელ ლატალთან ჩამოვიდა კლდის მასა. ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები 20 წუთში დაიწყო და გზის ერთი ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1 საათში აღდგა.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, მოძრაობა აღდგენილია და პარალელურ რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. გზის ორივე ზოლზე მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.