ADY Express-ი “ბაქო-თბილისი-ყარსის“ მეშვეობით ექსპორტს იწყებს

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ – ADY Express-მა, 2021 წელს პირველად, “ბაქო-თბილისი-ყარსის” რკინიგზით ექსპორტზე ორიენტირებული ტვირთების ტრანსპორტირება დაიწყო.
კომპანიამ Baku Steel Company-ის წარმოებული ლითონის კონსტრუქციები გადაზიდა თურქეთში. ტვირთი ბაქოდან თურქეთში, სადგურ პაიასამდე მიიტანეს.
გონდოლიან სარკინიგზო ვაგონებში ჩატვირთული ლითონის კონსტრუქციები ბაქოდან ახალქალაქის სადგურში შევიდა. ახალქალაქში ტვირთი გადაიტანეს თურქულ ვაგონებში.
ჯამურად, დაგეგმილია 75 ვაგონით 5000 ტონა ლითონის კონსტრუქციის ტრანსპორტირება “ბაქო-თბილისი ყარსის” სარკინიგზო მაგისტრალით. პირველი 15 ვაგონი უკვე მიტანილია, ხოლო ტვირთის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ გზაშია.
2020 წელს ADY Express- მა “ბაქო-თბილისი-ყარსის” რკინიგზით, ჯამურად, 49,739 ტონა ტვირთი გადაიზიდა, აქედან 97% ტრანზიტული ტვირთია, 3% კი – იმპორტირებული. შედარებისთვის, 2019 წელს კომპანიამ მოახერხა 25 722 ტონა ტვირთის გადაზიდვა “ბაქო-თბილისი-ყარსის” რკინიგზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები