მიხეილ სარჯველაძე: უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქველმოქმედებაზე
“ეს წარმოადგენს განსაკუთრებულ აქტს, რომლითაც ზოგადად, შეიძლება ვთქვათ, რომ კაცობრიობას, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, იამაყოს, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ განხორციელებული ქველმოქმედების ისეთ მასშტაბზე, რაც გვაქვს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ქონების დიდი ნაწილის გადაფორმებას.
სარჯველაძის თქმით, უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქველმოქმედებაზეა საუბარი.
„ეს წარმოადგენს განსაკუთრებულ და გამორჩეულ აქტს, რომლითაც ზოგადად, შეიძლება ვთქვათ, რომ კაცობრიობას, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, იამაყოს, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ განხორციელებული ქველმოქმედების ისეთ მასშტაბზე, რაც გვაქვს. ეს არის ფაქტი, რომ უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქველმოქმედებასა და საქართველოს განვითარებისთვის შეტანილ წვლილზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.