12 იანვარი ლევან ცუცქირიძის დაბადების დღეა

12 იანვარი მხატვარ ლევან ცუცქირიძის დაბადების დღეა. მას დღეს 95 წელი შეუსრულდა.
იგი 1926 წლის 12 იანვარს დაიბადა ხაშურში.
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და გრაფიკის კლასები.
1960-1963წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე;
1967-1975წწ. წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხატვის კათედრის დოცენტი;
1975-2005წწ. იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.
არის ილუსტრატორი წიგნებისა: „ვეფხისტყაოსანი”, „შუშანიკის წამება”, „სადღეგრძელო” (გრ. ორბელიანი), ვაჟა-ფშაველას 5 პოემა, „ფაუსტი” (გოეთე) და სხვ. მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები ამშვენებს თბომავალს „შოთა რუსთაველი” და ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას.
1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ „არსი”, 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი”. არის შესანიშნავი პორტრეტისტი.
მისი პირველი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა თბილისში, 1959 წელს.
მის პერსონალურ  გამოფენებს უმასპინძლა  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და არაერთ კერძო კოლექციაში.

 

~

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები