გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციის მხრიდან პოზიტიურად შეფასდებოდა
„ბიძინა ივანიშვილის მიერ ქონების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემის თემაზე ოპონენტები რას ამბობენ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციის მხრიდან პოზიტიურად შეფასდებოდა.
„ბიძინა ივანიშვილის მიერ ქონების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემის თემაზე ოპონენტები რას ამბობენ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მის ქმედებაში ახალი არც არაფერია. ახალი არის მხოლოდ ის, რომ ასეთი ნაბიჯი ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ოპოზიციის მიერ შეფასდებოდა, როგორც პოზიტიური ნაბიჯი. ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. უამრავი პროექტი გაკეთდა და კიდევ მეტი გაკეთდება. მთავარია, რა პროექტებს განახორციელებს, რა განახორციელა და რითი დაგვამახსოვრა თავი ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ქველმოქმედმა“, – განაცხადა ვოლსკიმ.