იანვარი აშშ-ში ლეტალობის მხრივ ყველაზე კრიტიკული იქნება – პირველი 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვალების 27 000-ს ფაქტზე მეტი დაფიქსირდა

იანვარი აშშ-ში ლეტალობის მხრივ ყველაზე კრიტიკული იქნება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე თქმით, პირველი 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვალების 27 000-ს ფაქტზე მეტი დაფიქსირდა.
“კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, მისი მუშაობის 22 წლის მანძილზე არ უნახავს მსგავსი სიტუაცია და არ ყოფილა ისეთი შეშინებული, როგორც ახლაა. თითქმის აღარაა თავისუფალი საწოლები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და, მისივე თქმით, თუ საწოლი თავისუფლდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი გარდაიცვალა. 9 იანვარს კალიფორნიის შტატში 695 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა”, – წერს უცხოური მედია.
ასევე, აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით კოვიდ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი უკვე 40 დღეა, 100-ათასიან ნიშნულს აღემატება.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ხაზგასმულია, რომ, ჯერჯერობით, ნელი ტემპით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები