გია ვოლსკი: ირაკლი კობახიძე არის მაღალი დონის ექსპერტი და პატრიოტი, თავდადებული ადამიანი, რომელსაც ურთიერთობებში არაფერი შეშლია, მით უმეტეს, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში

“ირაკლი კობახიძეს აქვს ყველა თვისება, როგორც ადამიანური, ასევე პროფესიონალური, რათა მხარდაჭერა ჰქონდეს”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ წარდგენას.

„ირაკლი კობახიძეს უშველებელი გამოცდილება აქვს, არის კარგი კონსტიტუციონალისტი, კარგი მოქალაქე, მაღალი დონის ექსპერტი და ახალგაზრდა პატრიოტი, თავდადებული ადამიანი, რომელსაც ურთიერთობებში არაფერი შეშლია, მით უმეტეს, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში. თავისი შეცდომის აღიარებაც შეძლო და გადადგა“, – განაცხადა ვოლსკი.
ამასთანავე, როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს შორის არანაირი პიროვნული უთანხმოება არ არსებობს და მათ ურთიერთობაზე მხოლოდ ჭორები ვრცელდება.
„კახა არის ქალაქის მერი და უშველებელი პოლიტიკური ვალდებულებები აქვს. ირაკლი კობახიძესა და კახას შორის პიროვნულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაცია, რომელიც მედიასაშუალებებმა მოგვაწოდეთ არათუ ტყუილია, არამედ გამიზნული ტყუილია, რათა საზოგადოებას მცდარი წარმოდგენა შეუქმნათ, თუ რა ხდება პოლიტსაბჭოში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც   იტყობინება, რომ პოლიტიკიდან მიდის. „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები