უხვმა ნალექმა იმერეთში გარკვეული პრობლემები შექმნა. პრობლემებია სამტრედიის, წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. სოფელ ბაშში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სათბურები. მოსახლეობის თქმით, პრობლემა გაუწმენდავმა არხებმა გამოიწვია, არაერთხელ ითხოვეს გაწმენდა, თუმცა, პრობლემა კვლავ რჩება. სოფლის გამგებლის თქმით, მოხდება არხების გაწმენდა და ზარალის დათვლა.