მოხერხდება თუ არა კორონავირუსისგან ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება 2021 წელს – ჯანმო-ს პროგნოზი

ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება 2021 წელს ვერ მოხერხდება, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინათანმა.

“კოლექტიურ იმუნიზაციას 2021 წელს ვერ მივაღწევთ. ზოგიერთ ქვეყანაში დაუცველი ადამიანები დარჩება”, – თქვა მან ბრიფინგზე.

ამასთან, მან მოქალაქეებს მოთმინებისკენ მოუწოდა, რადგან გასულ წელს წარმოუდგენელი იყო, რომ მსოფლიოში ერთდროულად რამდენიმე ვაქცინა იქნებოდა მზად.

ორგანიზაცია მსოფლიოში მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსისგან საჭირო ზომების დაცვას, სულ მცირე, წლის ბოლომდე, იქამდე, სანამ რისკ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაცია არ დასრულდება.

ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

12 იანვრის მდგომარეობით, მსოფლიოში ვირუსი 90 891 380 ადამიანს აქვს დადასტურებული, დაავადებას 1 944 750 ადამიანი ემსხვერპლა, 50 285 515 კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები