ტრამპმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ტრამპმა გასცა განკარგულება,  კოლუმბიის ოლქს დამატებითი ფედერალური დახმარება გაეწიოს.

ტრამპს შესაბამისი თხოვნით უქმეებზე ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუზერმა მიმართა.

პრეზიდენტის ასეთი განკარგულება ფედერალურ მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, ქალაქს დაჩქარებული წესით გაუწიოს დახმარება.

ჩვეულებრივ, აშშ-ის პრეზიდენტები ამგვარ განკარგულებას სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გასცემენ.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები