ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი

,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო „ევროპელი სოციალისტები“, რამაც რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი საბოლოოდ ჩამოშალა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციას საპარლამენტო პროცესებში ჩართულობას კიდევ ერთხელ სთავაზობს.

„გვესმის, რომ დღეს საზოგადოების ყურადღება მთლიანად მიმართულია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებისკენ, თუმცა, გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება – „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი. ამ ვითარებაში, პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა. კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები