გოჩა ლორთქიფანიძე: ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა

“მინდა, აღვნიშნო, რომ, ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინტენსიური ტესტირება პენიტენციურ სისტემაში ამ წუთებშიც გრძლედება.

„გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს, ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა პენიტენციური სისტემა და რამაც შესაძლებელია, განსაკუთრებით, პატიმრებისა და მათი ოჯახების შეშფოთება გამოიწვიოს.

მინდა, აღვნიშნო, რომ, ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები