ნათია თურნავა: პირველ თებერვლამდე გვინდა, შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი
“ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურების მიუხედავად, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია.
“1 -ელ თებერვლამდე გვინდა, შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი. იმედი გვაქვს, უსაფრთხო გახსნის პერიოდი პირველი თებერვლიდან დაიწყება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.