ჯანმო-ს ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ჩინეთში 14 იანვარს ჩავლენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები 14 იანვარს ჩინეთში კოვიდ19-ის წარმოშობის შესწავლის მიზნით ჩავლენ.
ამის შესახებ ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს.
აღინიშნება, რომ სპეციალისტები გამოძიებას ჩინელ მეცნიერებთან ერთად ჩაატარებენ.
მანამდე, ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი მწუხარებას გამოთქვამდა, რომ ჩინეთის ხელისუფლება ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფის ჩასვლაზე ნებართვას აჭიანურებდა.
საპასუხოდ ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ხუა ჩუნინმა თქვა, რომ შეფერხება უკავშირდება “პანდემიის პირობებში ოფიციალური პროცედურების სპეციფიკას”.
კოვიდ19-ით გამოწვეული დაავადების აფეთქება 2019 წლის ბოლოს ცენტრალურ ჩინეთში დაფიქსირდა, უკვე 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
მთელი ამ ხნის გამავლობაში, ჯანმო-ს ექსპერტები ადგილზე ჩასვლასა და დაავადების წარმოშობის შესწავლას ვერ ახერხებდნენ, რადგან ამას ჩინეთი უშლიდა ხელს. ამ დროისთვის არსებული მოსაზრებით, ვირუსი ბუნებრივი წარმოშობის არის და ის ვუხანის ბაზარზე ადამიანზე ღამურებიდან გადავიდა. თუმცა, სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ვირუსი ხელოვნური წარმოშობის არის, კერძოდ, ის უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა.
11 იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსი 90 279 510 პირს აქვს დადასტურებული, დაავადებას 1 935 060 ადამიანი შეეწირა, 50 011 485 გამოჯანმრთელდა.