ზაალ უდუმაშვილი: მმართველ გუნდთან შეთანხმების მთავარი საფუძველი უნდა იყოს ახალი არჩევნები ქვეყანაში
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან შეთანხმების მთავარი საფუძველი ახალი არჩევნების ჩანიშვნაა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.
“შეთანხმების მთავარი საფუძველი უნდა იყოს ახალი არჩევნები ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ ვადებზე, რა დროს უნდა ჩატარდეს, რა წინაპირობები უნდა იყოს ამისთვის, მაგრამ ის, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა და შესაბამისად, ამის ირგვლივ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ხელისუფლებასთან. სერბული მოდელი, არ დაგიმალავთ, არის განხილვის თემა, მათ შორის – ოპოზიციის შიგნითაც. ჯერჯერობით, არ არის ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.